2024-04-17 16:17:57, 327 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება
საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, გახდი ქვეყნის გამორჩეული მეცნიერი - დარეგისტრირდი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოებაზე
ქართული ღვინის მწარმოებელმა საოჯახო მარნებმა მონაწილოება ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენაში მიიღეს
სოლომონ პავლიაშვილი, კანადაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პლასტიკის პოლიტიკის მიმართულებით გლობალურ ლიდერს შეხვდა
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის წინ 19:00 საათზე შევიკრიბოთ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|