16:45 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 15:05:28, 230 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი, კანადაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პლასტიკის პოლიტიკის მიმართულებით გლობალურ ლიდერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კანადის დედაქალაქ ოტავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პლასტიკის პოლიტიკის მიმართულებით გლობალურ ლიდერს, ეირიკ ლინდებერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს (WWF) თანამშრომლობისთვის და ყურადღება კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში  გარემოს დაცვისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ეირიკ ლინდებერგთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურადაა  ჩართული მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის მოლაპარაკებებში და ესტონეთთან ერთად,  აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კანადაში მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის რიგით მეოთხე სესიაში იღებდა მონაწილეობას. კომიტეტის რიგით მეოთხე სესიის მიზანს პლასტიკის პრევენციის, მათ შორის საზღვაო გარემოში, შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავება წარმოადგენდა.

სოლომონ პავლიაშვილმა  ეირიკ ლინდებერგს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ნარჩენების მდგრადი მართვისა და პლასტიკის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პლასტიკით დაბინძურების დასასრულებლად, საქართველო შეუერთდა ნორვეგიის და რუანდის  მიერ ინიცირებულ მაღალ ამბიციურ კოალიციას (HAC). 

როგორც ეირიკ ლინდებერგმა ქართულ მხარესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში ასევე, საქართველოს გადადგმული აქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ახალი შეთანხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან განხორციელებას.
შეხვედრას კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მესხელი ესწრებოდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე
კობახიძე - შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საგარეო - ორი დიპლომატიური მისიის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო
ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics