11:27 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 11:13:51, 364 ნახვა

საზოგადოება
ბუდუ ზივზივაძე - არა რუსეთს - საქართველოს გზა ევროპაშია

საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე აცხადებს.

ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.

"არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას",- წერს ზივზივაძე.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. დღეს, 17 აპრილს საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. "არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა პროტესტი 15 და 16 აპრილს გამართულ ფართომასშტაბიან აქციებზე გამოხატეს. პროტესტი იგეგმება დღესაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ
ხაბეიშვილი - შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე ტაშის მკვრელებთან ერთად

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics