2024-04-30 11:02:30, 312 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ
საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ,- ასე ეხმაურება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილის მიმართვა „ზიზღის და შუღლის მთესველი" იყო. „უკიდირესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი. საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ",- წერს გვარამია "'ფეისბუქის" გვეერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|