11:22 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 16:55:00, 239 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უსუსური ელისაშვილის ხელით იძალადოს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი სოციალურ ქსელში შეაფასა. 

ბოჭორიშვილის განცხადებით, "უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უსუსური ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს". 

"ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა: ძალადობა! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით!  სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა! რომელ ევროპაზე საუბრობთ? სად მიდიხართ? ვინ შეგიშვებთ ოჯახში? საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის! რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის! მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?!  სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას",- წერს მაკა ბოჭორიშვილი.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ
ხაბეიშვილი - შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე ტაშის მკვრელებთან ერთად
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics