11:34 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 14:55:29, 298 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი - შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ და თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და "მოქალქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ელისაშვილმა დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა".

"რუსეთში მიგვათრევენ, ხალხო, "ქოცი", "ნაცი", არ აქვს მნიშვნელობა, ულაპარაკოდ, ამას წყალი არ გაუვა. სამი საათია ბლუკუნებდნენ, უბრალოდ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ და თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო. ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის, ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ თავის რუსის კანონიანად იმიტომ, რომ ესენი მიგვათრევენ რუსეთში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროგრამის „მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა“ ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო
თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, თბილისში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა გაიხსნა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics