14:10 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 19:34:10, 315 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე,  ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურისა და ბათუმის ოჯახის ექიმებს შეხვდა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვება. 

აღნიშნული სერვისი თავის მხრივ უზრუნველყოფს, როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მოცვას, ასევე დროულ მომსახურებას იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნჟარაძემ.

ვრცლად პროგრამის შესახებ -  https://shorturl.at/kstHY








ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - მოქალაქეებზე თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით და დამნაშავეთა გამოვლენას უზრუნველვყოფთ
დარჩიაშვილი - ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა
ფოტიგა - გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
კალაძე - ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს - ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics