19:20 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 10:57:46, 358 ნახვა

სამართალი
DRI - ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ირღვევა

ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს.

როგორც DRI-ის განცხადებაშია აღნიშნული, გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. 

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დასკვნითი პროცესი, რომელიც  26 თებერვალს უნდა  გამართულიყო, მოსამართლის  შვებულებაში გასვლის გამო, 28 მარტისთვის გადაიდო. პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლის უარი და პროცესის გადადება მოჰყვა. 

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ 2021 წელს აღძრული საქმე (ოჯახის  წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების განხორციელება და სხვისი ნივთის დაზიანება) მაშინ „გააცოცხლა“, როდესაც მარტის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი პატიმრობის კანონმდებლობით განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა იწურებოდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ალტერნატიული სასჯელების არსებობისა, პროკურატურამ სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომა - თავისუფლების  აღკვეთა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.   

პროკურატურის მიერ ძველი საქმის "გაცოცხლება“ და სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "საქართველოს  მოქალაქე  გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადით მანიპულირებას, აღნიშნული ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა  ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა და საფუძვლებით, რადგან პატიმრობის ვადის ხელოვნურად გაგრძელება წინააღმდეგობაში მოდის იმ  სიკეთესთან, რის დაცვასაც ადამიანის უფლებათა და ძირითად  თავისუფლებათა დაცვის კონვენციით განსაზღვრული საქმის სამართლიანად განხილვის უფლება ითვალისწინებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავება. აღნიშნული დანაშაულისთვის კოდექსი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს
ევროსაბჭოს გენმდივანი - ქართველ კანონმდებლებს მოვუწოდებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ
ჰაკერი - „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის
დანიგანი - მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე - აშშ-სა და EU-ზე თავდასხმა არჩია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics