09:55 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-29 12:02:37, 388 ნახვა

საზოგადოება
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება.

"პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ. 

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იურიდიულ კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართება
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics