02:34 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 11:14:21, 305 ნახვა

სამართალი
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხური ავრცელებს.

შემოასვლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილია 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ფულადი ჯარიმის საერთო ოდენობამ 8 408 ლარი (საქონლის ღირებულების 100-%) შეადგინა",- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics