2024-04-26 14:17:55, 354 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი ერთობაა. "ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა - ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს. პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში "ოცნების" დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ მაქსიმალურად აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები და ეს მთავრობა უნდა გაუძღვეს გარდამავალ პერიოდს. ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალგაზრდობა, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, ჩვენ ყველანი ერთად, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატებზე. ყველაფერი სრული გამჭვირვალობის პირობებში უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება და ოლიგარქს არ მივცეთ საშუალება, ხელი აფათუროს პოლიტიკურ პროცესებში. ამისთვის სასურველია, რომ როცა ამის დრო დადგება, ძირითადი კანდიდატურები დიდი შეკრების წინაშე შეირჩნენ. ეს არის ჩემეული ვერსია, ჩვენ გახსნილები ვართ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ერთობას. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ავტორი: ექსპრესნიუსი, ფიშერი - ძალადობა და დაშინება მიუღებელია - დემოკრატია მოითხოვს არა ძალადობას
ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით - ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა
ბრიტანეთის საელჩო - მუქარის შემცველ ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|