2024-05-10 17:39:25, 320 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით - ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს კვლავ ჩაუსაფრდნენ. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა. "მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით. "გირჩი ტვ"-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა, ეს "მერსედესი" ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში, ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ფოტომასალას აქვეყნებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|