08:51 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 11:29:11, 343 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს

არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესს "იარაღად" იყენებენ.

"ევროპარლამენტარები ცდილობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ, თავს დაესხნან ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის გამოყენებული იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ევროკავშირს, მის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში",- აცხადებს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს ევროპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რა წერია რეზოლუციაში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
​​TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics