16:55 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 01:15:44, 326 ნახვა

სამართალი
​​TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს

​​TV პირველის ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

როგორც მელაძემ თქვა, მანქანაში ნიღბიანი პირები ისხდნენ.

"მეორე მანქანა წინ გაიქცა, რომელიც იყო BMW, რომელსაც გაურკვეველი ნომერი ჰქონდა. ამ პერიმეტრზე დგას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომ გაიქცნენ კამერები დააფიქსირებდნენ მათ ნომრებს.
როგორც კი ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ტელევიზიასთან იყო ნიღბიანების ჩასაფრება, მე პირადად დავუკავშირდი შსს-ის პრესამსახურის ხელმძღვანელს და ვუთხარი, რომ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ასეთი მდგოამრეობა. შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ქეთევან კოვზიაშვილის პასუხი იყო, რა გავაკეთოთ, 112-ზე დარეკეთ, ეს არის პასუხი შსს-დან, როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობთ პირდაპირ ეთერში, მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ეს ადამიანები ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალედეს ის, რაც არის, მაინტერესებს, რა პასუხი არსებობს ამ კითხვაზე. მე შსს ჩავაყენე საქმის კურსში, დავრეკე 1112-ში და გამოვიძახე პატრული, აქ არის ჩასაფრება ადამიანების, რომლებიც ტელევიზიის სამაწყებლო ცენტრთან აწყობენ ჩასაფრებას, არ ვიცით, ეს ადამიანები ელოდებიან ეთერის დამთავრებას რომ ტელევიზიაში შევმოვარდნენ, უნდა აედევნონ ვინმეს, ვინც ტელევიზიაში არის, თუ რა გეგმა აქვთ მათ.

ქვეყანაში შექმნილი ითარებიდან გამომდინარე, ეს არის მყისიერი საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე არის საფრთხეში ამ წუთებში, შესაბამისად, მოვითხოვთ, მყისიერ რეაგირებას შსს-დან, რადგან მათი მოვალეობაა არის ეს. მეორე, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ბატონი კარლო კაციტაძის უწყებას, რომ ეს არის საჯარო განცხადება და ამ წუთებში აის მყისიერი საფრთხე. ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში - ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ის დეპარტამენტის დირექტოერი, შესაბამისად, ამწუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები" - ამბობს ნოდარ მელაძე.

TV პირველის ეთერში კადრები გაუშვეს, რომლებშიც ჩანს, როგორ მიდის ნოდარ მელაძე მანქანებთან და ეკითხება, რატომ არიან იქ. კითხვების დასმის შემდეგ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან „თიბისის“ მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ
მერია - საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საფინანსო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics