18:21 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 09:15:19, 293 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ".

გარდა ამისა, გერმანიის სამინისტრო აღნიშნავს, რომ "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა".

"საქართველოში, ათასობით ადამიანი, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ", - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics