2024-05-04 10:37:21, 400 ნახვა
ომი უკრაინაში
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინამ 28 აპრილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში.
მათივე ინფორმაციით, აშშ-გან გაგზავნილი იარაღის უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი საბრძოლო მასალაც კი უკრაინაში ზაფხულის შუა რიცხვებამდე ვერ ჩავა და, შესაძლოა, ამ თარიღმა კიდევ უფრო გადაიწიოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,