2024-04-24 12:50:30, 351 ნახვა
მსოფლიო
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს
„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პავილიონისის ცნობით, ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია. „საერთო ჯამში უკვე 20 ევროპელი თავმჯდომარე გამოხატავს პროტესტს საქართველოში რუსული კანონის მიმართ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 5 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოეხნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან მათი თქმით, ამ „კანონპროექტის წარდგენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს ძირს უთხრის“. ავტორი: ექსპრესნიუსი, იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|