2024-04-24 09:53:44, 386 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დაკავება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. როგორც TASS-ი წერს, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც, ივანოვს, შესაძლოა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. პროპაგანდისტული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის დაკავების საქმესთან დაკავშირებით "შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|