13:20 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 11:06:40, 378 ნახვა

სამართალი
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

"მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
დიმიტრი ჩიქოვანი - რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავუკეთებთ ერთ ადგილას
წულუკიანი ჯავახიშვილზე - თავს უფლებას აძლევს, თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს
გახარია - ბავშვებს ურეკავენ მუქარით, გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics