01:37 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 12:41:05, 333 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ბავშვებს ურეკავენ მუქარით, გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია

ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარია ხელისუფლებას აღნიშნული პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე,  კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. 

მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. 

გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ  ტრაგედია დატრიალებულა!" - წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics