2024-04-16 23:23:12, 359 ნახვა
სამართალი
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები ისროლეს. "რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|