2024-04-12 19:34:10, 319 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, ხელვაჩაურისა და ბათუმის ოჯახის ექიმებს შეხვდა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ,,აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის/სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვება. აღნიშნული სერვისი თავის მხრივ უზრუნველყოფს, როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მოცვას, ასევე დროულ მომსახურებას იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ამბულატორიულ პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ოქსიგენოთერაპია", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნჟარაძემ. ვრცლად პროგრამის შესახებ - https://shorturl.at/kstHY ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|