2024-04-09 09:27:06, 362 ნახვა
სპეციალური ანონსი
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - დღეს მარში გაიმართება
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, დღეს, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. "9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. გუშინ, 8 აპრილს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. გუშინვე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრა გამართა და როგორც მისი ადმინისტრაცია იტყობინება, "ელჩებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა". პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდალი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|