05:24 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 21:18:54, 453 ნახვა

სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.

ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა.

ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგარელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics