2024-04-26 19:13:59, 306 ნახვა
პოლიტიკა
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ძალადობრივი, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” განცხადებით, საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო. კერძოდ, ზურაბ მახარაძის თქმით, 25 აპრილს მათ ცესკოდან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რეესტრში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას. „ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის, „ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო”. – დაწერა ზურაბ მახარაძემ ფეისბუქზე. ცესკოს წერილის თანახმად, „საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას”. „ალტ ინფოს” პარტიას ცესკომ რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია. ავტორი: ექსპრესნიუსი, გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|