09:49 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 15:43:56, 337 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გაანაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა," ესენი კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები არიან".

"ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, "ნაცმოძრაობა", "ლელო", გახარიას პარტია და ა.შ.

ესენი არიან მდიდარი "ენჯეოები", სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას, თუ სინამდვილეში, ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა",- განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics