2024-04-26 10:26:28, 268 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
"საქართველოს ბანკი" ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორიელების შემდეგ, კომპანია შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნივნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა. ავტორი: R (რეკლამა), „მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
კუპატაძე - ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული
კობიაშვილი - ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა და თავდასხმა ხორციელდება
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|