2024-03-23 10:12:11, 674 ნახვა
Lifestyle
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი ქიმიოთერაპიას გადის
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს. სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი. ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო. პრინცესამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მან თქვა: - ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახის გულისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყავი სერიოზული ოპერაციიდან და დამეწყო ონკოლოგიური მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათ შეეფერებოდათ და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითი დღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა 42 წლის პრინცესამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
|
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|