09:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 12:02:39, 1157 ნახვა

საზოგადოება
კონსტიტუციის 42-ე მუხლი: ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი

17 მაისს შვიდობიანი შეკრების იდეა იმის ხაზგასმას ემსახურება, რომ ლგბტ თემი არ უნდა ხდებოდეს უთანასწორო, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობის მსხვერპლი არცერთ საზოგადოებაში, - ამის შესახებ კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადებაშია აღნიშნული. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHO) 17 მაისს  მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება და სიმბოლურად უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დღემდე ლგბტ თემის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად არიან როგორც სასტიკი და ძალადობრივი, სიძულივილით მოტივირებული დანაშაულის, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად და მკაფიო მესიჯებით გამოხატონ მათ მიმართ მხარდაჭერა და დაგმონ ყველა სახის ძალადობრივი და დისკრიმინაციული მოპყრობა.

ხოლო, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ერთის მხრივ, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში, დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი. კანონის სრულად აღსრულება არის მსგავსი დანაშაულების განმეორების პრევენცია. 

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელთა განცხადებით, 17 მაისს კანცელარიასთან ორგანიზებული შეკრება არ გაიმართება, შესაძლებელია მაინც ჰქონდეს ადგილი სპონტანურ შეკრებებს, რომელთა უსაფრთხოების დაცვა სამართალდამცავთა ვალდებულებაა. შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შეკრება თანადროულად ხდება. საქართველოში, წინა წლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი აქციების ფონზე განვითარებული სასტიკი და ძალადობრივი მოქმედებების გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ზომა მიიღოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ადამიანების დასაცავად, ისე როგორც ეს აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics