09:19 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:00:36, 1574 ნახვა

კომენტარი
ახალაია: ეს განაჩენი და მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენებით

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

როგორც ახალაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მას შეურაცხყოფა მიაყენა.

"ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად; მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ანხორციელებდნენ ასეთ ბინძურ დავალებებს", - წერს ბაჩო ახალაია.

ცნობისთვის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics