06:56 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 22:23:23, 1873 ნახვა

სამართალი
თამარ ავალიანი: დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს

არჩილ ტატუნაშვილის მამამ და ოჯახის ადვოკატმა მცხეთის პროკურატურა დატოვეს. ისინი საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით  9 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გივი ტატუნაშვილს  მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია  და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქმის ირგვლივ  დაკითხულ პირთა  ჩვენებებს გაეცნო.

„არაფერი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, უბრალოდ ამ საქმის ირგვლივ დაკითხულთა ჩვენებს გავეცანი“,-განაცხადა  არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

არასამათავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თამარ ავალიანის ინფორმაციით, დადგენილია,  რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს  შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს.  მისივე განმარტებით, პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა გაართულოს:

„იმ პირობებში,  როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები, გამოითქვა ვარაუდი, რომ ამან შესაძლოა, გაართულოს ექსპერტიზის შედეგების დადება. გაართულოს სიკვდილის მიზეზების  დადგენა“,-განაცხადა თამარ ავალიანმა.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, ყველა საერთშორისო ფორმატში შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი დააყენოს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics