05:12 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:36:44, 1684 ნახვა

კომენტარი
ოთარ კახიძე: საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხიმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა შეიწყალოს.

"უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ლხელს იშვერს სხვა მიმართულებით. ერთი ჩვენ გვახსოვს ნარკორეალიზატორის შეწყალების ფაქტი, რომელშიც ფიგურირებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ახლა უკვე მთავრობისკენ იშვერს ხელს. მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას. ამ კუთხით მან მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ, თუ არ არის რამე მნიშვნელოვანი საგამონაკლისო გარემოება. მეტი პასუხიმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად", - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობაში ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს სასჯელი რამდენიმე თვის წინ შეწყალების კომისიამ შეუმსუბუქა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics