2018-03-13 13:06:25, 1967 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრემიერის მიმართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის პასუხი არაკონსტრუქციულია, თუმცა მას ცინიკურს ვერ უწოდებს. „სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომებს მისი პრაგმატული მიდგომებით არ პასუხობს, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა შეიცვლება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ცინიზმს როგორც ასეთი მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა მეტი კონსტრუქციული მიდგომა უნდა გამოავლინოს, ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციულობის გამოხატულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხიმგებლობა რუსეთს დააკისრა. „მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ აქ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|