04:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 16:13:16, 1362 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: საზმაუს სახელით არ უნდა მოხდეს დარტყმა თავისუფალ მედია გარემოზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტში ასახული ცვლილებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

როგორც ნაცლიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნები დაუსაბუთებელია.

"დაუსაბუთებელი მოთხვნის გაზიარება პარლამენტის მხრიდან მეტად მიზანშეუწონელი იქნება. საგულისხმოა ის, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ერთიანი სურათი - რა გამოწვევებია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს, არ ყოფილა არც დანახული, არც გააანალიზებული და არც შეფასებული. უფრო მეტიც ამ კანონპროქტს ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი რგოლის ნაწილი, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ხელმძღვანელობა. ისინი აცხადებენ, რომ მათ სულ სხვა პრობლემები აქვთ და მნიშვნელოვანია დისკუსია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს მათ შორის აჭარის ნაწილს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მათ აქვთ ეს არის შენობის პრობლემა და კიდევ რიგი სხვა პრობლემებისა. მიუხედავად ამისა, აჭარის საზმაუს გაცილებით ნაკლები თანხა აქვს, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელს. ფული საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ მოუტანს გაუმჯობესებულ ხარისხს, სამწუხაროდ ვერც გაზრდილ ნდობას. სამწუხაროა კიდევ ორი რამ - რომ ამ დისკუსიაში ერთიანი სურათის დანახვა არ მომხდარა. ეს სურათი უნდა იყოს დანახული. ასევე საყურადღებოა აუდიტის სამსახურის დასკვნაც.  საზმაუს ხელით და სახელით არ უნდა მოხდეს დარტყმა თავისუფალ მედია გარემოზე. საზმაუს ფუნქცია ის არ არის, რომ გამოაცალოს ხელიდან კერძო მაუწყებლებს მათი არსებობისთვის აუცილებელი სახსრები. საზმაუს ფუნქცია არის ის, რომ გააძლიეროს მედია გარემო, რომ ტონი მისცეს სხვა მედია საშუალებებს, რომ პრეცენდენტები მაგალითები შექმნას ინოვაციის, დამოუკიდებლობის, განვითარების  და ხარისხის. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც გააძლიერებს საზმაუს და არ დაასუსტებს სხვა მედია საშუალებებს" , - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics