07:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:37:47, 888 ნახვა

რეგიონი
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების ვაქცინაცია დაიწყო

წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაცია დიწყო.

აცრა, პირველ ეტაპზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუცრელ და არასრულად აცრილ სტუდენტებს ჩაუტარდათ.

უნივერსიტეტში სტუდენტების ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ.

ბოლო მონაცემებით აჭარაში რეგისტრირებულია წითელათი ინფიცირების 222 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა 64% ბათუმში აღირიცხება. განსაკუთრებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული 16 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში (55%).

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ვაქცინაქცია. აცრა უფასოა.

„აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სისტემატურად მიმდინარეობს წითელას აფეთქების ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები. კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში აღირიცხა ყველა ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არასრულად იყო აცრილი, გაეწიათ რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციისთვის აუცილებლად მიემართათ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც იმყოფებიან აღრიცხვაზე. ცენტრის მონაცემებით მიმდინარე წელს წითელას საწინააღმდეგოდ ჩატარდა არაგეგმიური 3000-მდე აცრა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics