05:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 14:01:53, 1535 ნახვა

კომენტარი
ფხალაძე: პუტინის ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს, რომ რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუსეთის ქმედებებს აფასებს და აცხადებს, რომ პუტინის ორივე ნაბიჯი საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დაძაბავს.

"უკიდურესად აღმაშფოთებელია გუშინდელი გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. მორიგი ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადმოკვეთოს საოკუპაციო ზოლი და ელემენტარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დახმარება მიიღოს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ე.წ. შეიარაღებული ძალების შესვლა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს უსაფრთხოების ისედაც საკმაოდ სუსტ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და კიდევ ერთხელ, ორივე ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, რომ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო აქტიური, უფრო ძლიერი იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ნაბიჯები არ გადაიდგას", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის „შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი სამხედრო შენაერთის რუსეთის არმიაში შესვლას გულისხმობს, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის მოსკოვში 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა.

ასევე, პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ  აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებაც განახორციელა, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების მედიკამენტებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics