09:10 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 13:41:32, 2286 ნახვა

საზოგადოება
მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ

მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ.

ამასთან, მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვენ.

„მივესალმებით  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც   ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს. 

მოგიწოდებთ პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ  ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს ,,მაუწყებლობის შესახებ კანონის” სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზაიროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრ ივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ  ვეტო.

ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად  არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად   აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის  სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა  საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი  ეჭვქვეშ  აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს.

ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ   საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ   კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ   კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ  ორივე სიკეთის დაცვა. 

მოგიწოდებთ,   გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის  ფართო  შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ   ჩვენი  არგუმენტები.

მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი; ტელეკომპანია იმედი; ტელეკომპანია რუსთავი 2; ტვ პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა; ტვ პირველი; BMG ბიზნესმედია ჯორჯია; ტელეკომპანია კავკასია; ტელეკომპანია იბერია; ტელეკომპანია ობიექტივი; ტელეკომპანია სტარვიზია; რადიო თბილისი; რადიო ჰერეთი; რადიო კომერსანტი; რადიო მაესტრო; რადიო ვინილი; რადიო ქართული ვინილი; ტვ ვინილი; რადიო NRJ; მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა; რადიო მწვანე ტალღა; რადიო დარდიმანდი; ტვ 25; TV ოდიში; გურია TV; მეცხრე ტალღა; TV რიონი; რადიო რიონი; ტელეკომპანია თრიალეთი; ტელეკომპანია გურჯაანი; TOK TV; რადიო ჰარმონია; რადიო ათინათი; რადიო ოდიში; AB -მაუწყებელთა ალიანსი; გაზეთი რეზონანსი; საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო; ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“; საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge; ახალი გაზეთი; სამხრეთის კარიბჭე; ,,ჩემი იმერეთი”; მთავარი სამეგრელო; ოკრიბანიუსი; გურიანიუსი; კახეთის ხმა; ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი; svanetiinfo.ge; გაზეთი პოსტსკრიპტუმი; თრიალეთის ექსპრესი; კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics