2018-01-16 12:07:37, 2164 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა
საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. კერძოდ, 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული. ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს 7-დან 3 ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს უფრო მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი, ნაკლებად). ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო შესწორებები დაამტკიცა, რაც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს გახდის, რომ გატეხილი ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთრალის საქმეზე, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს და მოგვიანებით აზერბაიჯანში აღმოჩნდა. მუხთარლის რამდენიმე დღის წინ 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ავტორი: , სპეცრმმა და სპეცტექნიკამ, რუსთაველის გამზირი დატოვა, გამზირს დემონსტრანტები უბრუნდებიან
ხაბეიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ მე მომხვდა და არა რომელიმე ანგელოზ ახალგაზრდას
აშშ-ს სანქციების კოორდინატორი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან
ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ნაცემი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|