2018-01-13 15:39:28, 3034 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ecodiario იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათ ბრალად 6 სახლის გაძარცვა ედებათ. მედიის ცნობით, მათ ორი სახლი ალიკანტეში, 4 კი, მადრიდში გაძარცვეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილიც ამოიღო. კერძოდ კი, ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები. სააგენტო წერს, რომ ბოროტმოქმედები ალიკანტეში ცხოვრობდნენ. მათი დაკავება 28 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს განხორციელდა. ესპანეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა მიუსაჯა. ecodiario იტყობინება, რომ გამოძიება ჯერ გრძელდება და შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. ავტორი: , |
ომი უკრაინაშირუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|