03:45 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 16:41:40, 2411 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად უნდა გამოცხადდეს, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "საერთაშორისო ნორმებს გადაუარეს", როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარეს.

"საკმარისია იერუსალიმში რამდენიმე ნაბიჯი გაგადგა, რომ მიხვდე - ქალაქი ოკუპირებულია. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა.  ტერორისტი-სამხედროები იჭერენ ბავშვებს და აგდებენ ციხეში", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "იერუსალიმი ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქია". მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.

"მჯერა, რომ გაერო-ს 196 წევრი ქვეყანა სწორ პოზიციას დააფიქსირებს. ამერიკას შეუძლია იყოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო მას არ ეკუთვნის", - განაცხადა ერდოღანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics