04:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 13:26:48, 8708 ნახვა

High - Tech
ჩრდილოეთ კორეის ახალ რაკეტას ვაშინგტონამდე ფრენა შეუძლია

ჩრდილოეთ კორეელებმა ახალი ატომური რაკეტა შექმნეს, რომელსაც ვაშინგტონამდე ფრენა შეუძლია.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა განაცხადეს.

აგრეთვე სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის ბოლო რაკეტის გაშვება წარმატებულად შეაფასეს. ცნობილი გახდა, რომ ახალ რაკეტას 4 ათას მეტრ სიმაღლეზე აფრენა შეუძლია.

"რაკეტა რომ სხვანაირი კუთხით ყოფილიყო გაშვებული, მას 13 ათასი კილომეტრი  ფრენა შეეძლო, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ამერიკის დედაქალაქამდე მიეღწია",-განაცხადეს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან ერთად სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა რაკეტის სიზუსტეზე საუბარი ნაადრევად ჩათვალეს და დასძინეს, რომ ჯერ მისი გაშვების მექანიზმის შესწავლაა აუცილებელი და მხოლოდ ამის შემდეგ  შეიძლება იმის თქმა, რამდენად სახიფათოა ის ცივილიზებული სამყაროსთვის.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის მახლობლად ახალი რაკეტის გაშვების ცდა ჩაატარა. ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში, წყალში ჩავარდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics