05:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 13:04:40, 2020 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით V სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელს 23-24 ნოემბერს ეწვევა.

24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.

სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, წარმატებით განხორციელდა, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics