09:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 20:01:50, 2345 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ალენ პიუ იქნება

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი ერთ-ერთი სპიკერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  ალენ პიუ იქნება

ალენ პიუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლის 15 ნოემბერს დაიკავა.

მის მოვალეობაში შედის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) გაწევრიანებული 36 ქვეყნისათვის საბანკო ინვესტიციების წარმატებით მიწოდება, საკონსულტაციო საქმიანობის გაწევა და აღნიშნულ საქმიანობაში პოლიტიკის ჩართულობის უზრუნველყოფა.

 ის აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ხელმძღვანელობითი ფორუმების წევრია.

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ალენი მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, სადაც ის კოორდინირებას უწევდა ბანკის სტრატეგიებისა და პოლიტიკის ჩართულობას, მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან დაფინანსების მოძიებას და ზედამხედველობას, მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებთან ერთად.

მას შემდეგ, რაც მუშაობა პარიზში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ინსპექციაში დაიწყო, ალენი EBRD-ის 1992 წლის ივნისს უფროსი ბანკირის სახით შეუერთდა.

წლების განმავლობაში იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: პოლონეთის სახელმწიფო დირექტორი,  ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ბიზნეს ჯგუფის დირექტორი, მმართველი დირექტორი მოსკოვში, სამრეწველო, ვაჭრობის და აგრობიზნესის დირექტორ-ხელმძღვანელი. 2014 წლიდან მუშაობდა ბანკის პირდაპირი წილებისა და კაპიტალის დაფინანსებაზე სექტორებისა და რეგიონების მასშტაბით.

ალენ პიუ განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლაში, ბიზნესის უმაღლეს სკოლასა და საფრანგეთის კავალერიის სკოლაში მიიღო.

(NS) 

 

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics