04:32 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 11:27:40, 2020 ნახვა

კომენტარი
ზაზა ხუციშვილი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ისვენებს, მათი ხელწერაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ხუციშვილი აქ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს ხედავს:

„არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ამ ინციდენტზე, ეს გვიან ღამით მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ინციდენტი, რაც კი ხდება საქართველოში წინასაარჩევნოდ, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, მარნეულში გახსოვთ თქვენ ქვების სროლა და აშ. სამწუხაროდ ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს და მათი ხელწერაა, გაიხსენეთ იგივე კორცხელი, იგივე უკრაინაში რაც ხდება. ერთი მხარე ყოველთვის არის „ნაციონალური მოძრაობა“ ან მათი ერთ-ერთი ფრთა“,-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics