04:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 18:59:55, 2209 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: თქვენი გამოსვლით სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მწვავედ გააკრიტიკა.

ოხანაშვილის თქმით, დოლიძემ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ წარმოადგინა.

ამასთან, ოხანაშვილი დაინტერესდა, ანა დოლიძე ხომ არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანებას:

„ქალბატონო ანა, თქვენი გამოსვლით სამარცხვინოდ გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ ველოდებოდი აქ არგუმენტებს, მივიღეთ  ირონიული, რიტორიკული, დამცინავი ტონი. მემგონი,  თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, სად იმყოფებით, ან თქვენი სტატუსი როგორია, ოპოზიციურ პარტიაში ხომ არ ხართ სადმე გაწევრიანებული, პარტიული კუთვნილება ხომ არ გაქვთ?!  ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, ნუ ხართ ოპოზიციურად განწყობილი, ალბათ, უახლოეს მომავალში რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში გიხილავთ, თუ არ ხართ უკვე გაწევრიანებული“,-მიმართა დოლიძეს ანრი ოხანაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics