02:10 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 10:36:37, 2738 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის მუქარა „ძაღლების ყეფას“ შეადარა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იენ ხომ, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან „ძაღლის ყეფას“ შეადარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ლი იონ ხოს განცხადებით, ტრამპის მუქარას ფხენიანში არაფრად აგდებენ. 

„არის ასეთი გამოთქმა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. თუკი ის ფიქრობს, რომ ყეფით შეგვაშინებს, მაშინ  ის ოცნებებში გაერთო“,- განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინისთვის „ადამიანი რაკეტას“ წოდებაზე, ლი იენ ხომ აღნიშნა, რომ მას ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწეები ეცოდება. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს ადამიანი-რაკეტა უწოდა. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics