07:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 18:38:51, 2325 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ ICDI-ის მიმართვა დააკმაყოფილა

გუშინ,19 სექტემბრეს ცესკომ სხდომაზე განიხილა ICDI-ის მიერ წარდგენილი წინადადება, რომელიც პარტიული სიის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ჩამოცდენისა და რეგისტრაციის მოხსნის კონკრეტული გარემოებების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა.

"ცესკომ გაითვალისწინა ICDI-ის წინადადება და მიიღო დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში პარტიული სიის კანონით დადგენილი მინიმუმის ჩამოცდენისას პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება" - განაცხადა მერი კაპანაძემ

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს, იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics