03:04 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 16:53:29, 2438 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ესპანეთის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწე დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ჩხრეკა კატალონიის ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და პრეზიდენტის ოფისებშიც ჩატარდა.  კატალონიელი მაღალჩინოსნების ნაწილი მოუწოდებს მოსახლეობას სამთავრობო შენობები პოლიციისაგან დაიცვან.

მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს სულ 12 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, ადგილობრივი პოლიცია სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს.

როგორც მედია წერს, ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდება. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, გამოკითხულთა კატალონიელების უმრავლესობა გამოყოფის მომხრეა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics