09:52 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 17:51:23, 2424 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს

ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედიის საშუალების ინფორმაციით, კიეზა ოკუპირებულ რეგიონში იტალიურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.  დელეგაცია იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი (209 ადამიანი დაიღუპა) მიძღვნილ საღამოს გამართავს.

მედიიც ცნობით, წინა ვიზიტისას კიეზამ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო შემოთავაზება, ევროპარლამენტში ე.წ. რესპუბლიკის წარდგენასთან დაკავშირებით.

"დღეს მივიღე ოფიციალური დადგენილება, იმის თაობაზე, რომ შემიძლია სამხრეთ ოსეთის ინტერესების წარმომადგენელი ვიყო ევროპარლამენტში. ამ ორგანიზაციაში არ მხოლოდ არ აღიარებენ რესპუბლიკას, არამედ არც კი იციან რაზეა საუბარი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. როდესაც ვიყავი ევროპარლამენტის დეპუტატი ჩემი კოლეგები არც კი იცოდნენ, რომ სამხრეთ ოსეთი არსებობს, არ იცოდნენ მისი ისტორია, მიზეზები და გარემოებები მათთვის ასევე უცნობი იყო", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ყველამ გაიგოს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იტალიაში რამდენიმე კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება მოეწყობა.

"ჩემი მიზანი არის საკმაოდ რთული უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ფუნდამენტური მომენტი იქნება, რომელიც დიდ სკანდალს გამოიწვევს, თუ გამოვა. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მხარს გვიჭერს. კერძო დეპუტატს აქვს უფლება გარკვეული ღონისძიებები გამართოს, ამიტომ დეპუტატების ჯგუფს შევკრავთ და ისინი პრეზიდენტს დაპატიჟებენ. თუ პრეზიდენტს ვერა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალიან გამიხარდება თუ ეს გამოგვივა", - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics