03:08 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 12:05:17, 2467 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია: ბერლინში, ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა, ქართველი იყოს

16 სექტემბერს ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა ქართველი იყოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბერლინის გენერალური პროკურატურის  წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა.

მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი კლუბ Cozy Club-ში მოხდა. კლუბის ორ სტუმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მათ კლუბის შენობა დაატოვებინეს. დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა. მოგვიანებით მათ მესამე პირი მიუახლოვდა. ის შეიარაღებული იყო და სროლა დაიწყო. ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი, დაშავდა. ასევე დაშავდა თავდამსხმელიც, რის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მედია წერს, სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა მამაკაცი.

"ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოშია დაბადებული, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს ბერლინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics